CU: ძვირფასო სტუდენტებო, პოზიცია უცვლელია, უნივერსიტეტი ყოველთვის იქაა, სადაც თქვენ ხართ

კავკასიის უნივერსიტეტი სოციალურ ქსელში რუსული კანონის საწინააღმდეგო და აქციების მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მათი არჩევანი ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპა.
“ჩვენო ძვირფასო სტუდენტებო, პოზიცია უცვლელია – ჩვენი არჩევანი ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპა და ეს არაა ახალი არავისთვის, ვისაც მცირედით მაინც ჰქონია კავკასიის უნივერსიტეტთან შეხება.
უნივერსიტეტი ყოველთვის იქაა, სადაც ხართ თქვენ. ეს კავშირი მუდმივია, რადგან თქვენ ქმნით კავკასიის უნივერსიტეტის ისტორიას.
კავკასიის უნივერსიტეტი მტკიცედ დგას საქართველოს ევროინტეგრაციისადმი ერთგულებაში და ეწინააღმდეგება ნებისმიერ პრორუსულ განწყობას, ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს”, – ნათქვამია პოსტში.