რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე დრონებით თავდასხმები გრძელდება

13 მარტს მ გააგრძელა იერიშის მიტანა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. მეორე დღეა ს ნავთობ-ინდუსტრიას დრონების გამოყენებით ესხმიან თავს. იერიშმა ხანძარი გამოიწვია როსნეფტის უმსხვილეს ქარხანაში.
მომხდარზე საუბრისას, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ეს იყო ამ კვირაში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლის მცდელობა.
კიევმა ბოლო თვეებში გააძლიერა თავდასხმები რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ და ენერგეტიკულ ობიექტებზე. რუსმა ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ნიჟნი ნოვგოროდში მდებარე “ლუკოილის” ქარხნის სერიოზული დაზიანების შემდეგ, უკრაინამ თავდასხმები როსტოვისა და რიაზანის რეგიონებში მდებარე ქარხნებზეც განახორციელა.
ინფორმაციის მქონე ორმა ადამიანმა სააგენტო Reuters-ს, რომლის მასალასაც ეს სტატია ეყრდნობა, განუცხადა, რომ ქარხანა იძულებული გახდა დაეხურა ნავთობის გადამუშავების ორი ძირითადი ბლოკი. “როსნეფტმა” “როიტერის” მიერ კომენტარის მოთხოვნას არ უპასუხა.
“როსტოვში მსხვერპლი არ ყოფილა, მაგრამ ნოვოშახტინსკის ქარხანა იძულებული გახდა შეეჩერებინა მუშაობა და ზარალის შეფასება მიმდინარეობს”, – განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა.
უკრაინულ მხარეს კი ერთ-ერთმა პირმა “როიტერს” განუცხადა, რომ დრონებით თავდასხმები უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განახორციელა. „ჩვენ სისტემატურად ვატარებთ დეტალურ, გათვლილ სტრატეგიას რუსეთის ეკონომიკური პოტენციალის შესამცირებლად“, – განაცხადა წყარომ “როიტერთან” საუბარში. მისივე თქმით, ურაინის თავდაცვის ძალებმა, ღამით ასევე განახორციელეს დრონებით თავდასხმები ბუტურლინოვკაში, რუსეთის საჰაერო ბაზაზე და ვორონეჟის რეგიონში, სამხედრო აეროდრომზე.
ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებმა, რაც რუსეთის შემოსავლის ძირითადი წყაროა, შესაძლოა შეამციროს ქვეყანაში ბენზინისა და დიზელის გადამუშავება და გაზარდოს ფასები. რუსეთმა 1-ელ მარტს ბენზინის ექსპორტზე ექვსთვიანი აკრძალვა დააწესა.
ვლადიმირ პუტინმა, ოთხშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში 15-17 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში თავდასხმების გზით ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა.
“მთავარი მიზანი, ამაში ეჭვი არ მეპარება, არის რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლა – რომ როგორმე ჩაერიონ მოქალაქეთა ნების გამოხატვის ნორმალურ პროცესებში“, – განუცხადა პუტინმა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA-ს და სახელმწიფო ტელევიზია Rossiya-1-ს ინტერვიუში.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA იტყობინება, რომ ოთხმა უკრაინულმა თვითმფრინავმა რიაზანის ქარხანაზე დილით მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც 175 კვადრატული მეტრის ფართობზე ცეცხლი გაჩნდა.
სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული, გადაუმოწმებელი ვიდეო კადრები აჩვენებს შავ კვამლს ქარხანაზე, რომელიც ამუშავებს დაახლოებით 12,7 მილიონ ტონა ნავთობს წელიწადში, ანუ რუსული წარმოების მთლიანი რაოდენობის 4,6%-ს.
ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე დროზდენკომ განაცხადა, რომ დრონები საჰაერო თავდაცვამ რუსეთის ჩრდილოეთით მდებარე კირიშის გადამამუშავებელ ქარხანასთან მიახლოებისას გაანადგურა. რუსული მედიის ცნობით, ქვეყნის ტერიტორიაზე რამდენიმე საათის განმავლობაში 13 მარტს, დაახლოებით 60 დრონი განადგურდა.

ასევე დაგაინტერესებთ