“მარად და ყველგან, საქართველოვ მე ვარ შენთანა” – ამ ლოზუნგით ფილარმონიასთან მოქალაქეები იკრიბებიან

“მარად და ყველგან, საქართველოვ მე ვარ შენთანა” – ამ ლოზუნგით ფილარმონიასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან.
ისინი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან.
ფილარმონიასთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები გეგმავენ, რომ ჭავჭავაძის გამზირის გავლით, მარშით ვაკის პარკში გადაინაცვლონ.
აქციის მონაწილეებს აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ისინი სკანდირებენ: “საქართველო, საქართველო”.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ისინი კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ თავიანთ მკაფიო პოზიციას, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მიღებას ეწინააღმდეგებიან. მათი შეფასებით, ამ კანონპროექტის მიღება საქართველოს ევროპას დააშორებს.
საპროტესტო აქციასა და მარშში მონაწილეობას მიიღებენ სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციები, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

ასევე დაგაინტერესებთ