ლუკაშენკამ დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ქართველ ხალხს, პრეზიდენტი აღარ უხსენებია

ბელორუსიის ავტორიტარულმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ „პირადად და ბელორუსი ხალხის სახელით ეროვნული დღესასწაული – დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ქართველ ხალხს“.
„ბელორუსისა და საქართველოს ხალხებს უხსოვარი დროიდან აერთიანებთ იდენტური ღირებულებები, რომლებიც დაფუძნებულია ქრისტიანულ ტრადიციებზე, სამშობლოს ჭეშმარიტ სიყვარულსა და საკუთარ მიწაზე ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძლიერ სურვილზე, “, – ნათქვამია მილოცვაში.
ლუკაშენკამ გამოთქვა იმედი, რომ სულიერი სიახლოვე, ურთიერთგაგების გრძნობა, კეთილგანწყობა და გულწრფელობა თანამედროვე ურთიერთობებში, დაეხმარება ორ ქვეყანას უახლოეს მომავალში აღდგინონ ურთიერთობა ყველა სფეროში.
„დარწმუნებული ვარ, რომ სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკური სიმწიფე, ცხოვრებისეული სიბრძნე, ქართველი ხალხის ურყევი ნება და რაც მთავარია, ჩვენს საერთო რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების ინტერესი წარმატებით გადაგალახინებთ ყველა არსებულ წინააღმდეგობას“, – აღნიშნა მილოცვაის ტექსტში ლუკაშენკამ.
ბელორუსის ავტორიტარულმა ლიდერმა ქართველ ხალხს მშვიდობა, გამძლეობა და „გამბედაობა უსურვა თავისი სახელმწიფოებრიობის გასაძლიერებლად“.
2019-2022 წლებში ალაიქსანდრ ლუკაშენკამ დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს პრეზიდენტს. 2019 წელს მინსკს ეწვია. თუმცა, ში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ზურაბიშვილმა გააკრიტიკა ლუკაშენკა, მათ შორის ს მიერ უკრაინაში შეჭრის მხარდაჭერისთვის, ს თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ვიზიტისა და აფხაზეთის ლიდერთან ასლან ბჟანიასთან შეხვედრისთვის.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის სიხარული საქართველოს დასჯასთან დაკავშირებით ნაადრევია, არავინ აპირებს დასაჯოს საქართველო, საქართველოს მოსახლეობა, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება