კალაძე: ჩვენ დღესაც გვიწევს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის

“სრულიად საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღეს!
ამ დღეს ჩემი მთავარი სურვილი, ისევე როგორც ნებისმიერი ქართველისთვის, ყველაზე პრინციპული და მნიშვნელოვანი, ქვეყნის გამთლიანების სურვილია.
ქვეყნის დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია – იყო დამოუკიდებელი, თავისუფალი, დაცული იყოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი, ტერიტორიების ხელშეუხებლობა. ამ ქვეყანაში მცხოვრები მოსახლეობის უფლებაა, მართოს ქვეყანა საკუთარი რწმენისა და ნების შესაბამისად.

ჩვენმა წინაპრებმა სისხლით მოიპოვეს და გადმოგვცეს დამოუკიდებლობა და ამას სჭირდება შენარჩუნება. ჩვენ დღესაც გვიწევს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის,” – წერს სოციალურ ქსელში და ფოტოებს აქვეყნებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის სიხარული საქართველოს დასჯასთან დაკავშირებით ნაადრევია, არავინ აპირებს დასაჯოს საქართველო, საქართველოს მოსახლეობა, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება