რუსული ძალების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად, ექვსი ადამიანი დაშავდა

რუსული ძალების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად, ექვსი ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, რუსებმა ხარკოვის მიმართულებით ორი S-300 რაკეტა ბელგოროდის ოლქიდან გაუშვეს.
ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში, ხარკოვში, რუსების სარაკეტო დარტყმების შედეგად, 3 საცხოვრებელი კორპუსი, 2 საოფისე შენობა და 33 ავტომობილი დაზიანდა.