რუსული ფული უნგრულ კლუბში – “გაზპრომი” “ფერენცვაროშის” სპონსორი ხდება

უნგრული Blikk ავრცელებს ინფორმაციას, რომ დიდი ალბათობით, რუსული კომპანია “გაზპრომი” მალე “ფერენცვაროშის” ერთ-ერთი სპონსორი გახდება.
ამ კონტრაქტის წყალობით, ბუდაპეშტური კლუბი წელიწადში ბიუჯეტის გაზრდას 50 მილიონ ევრომდე შესძლებს.
ამ ეტაპზე “გაზპრომი” სერბული “ცრვენა ზვეზდას” სპონსორიც გახლავთ. ბუნებრივი აირის უმსხვილესი მწარმოებელი “შალკესა” და UEFA-ს ერთ-ერთი დამფინანსებელიც გალხდათ, თუმცა ში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, კონტრაქტები შეწყდა.
უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ამბის გავრცელების შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ “გაზპრომი” ევროკავშირის დასანქცირებულთა სიაში არ არის, ამიტომ რაც მეტი მსხვილი საერთაშორისო კომპანია
განახორციელებს ინვესტირებას უნგრულ სპორტში, მით უკეთესი იქნება.
ს მთავრობამ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური და სპორტული ურთიერთობების შენარჩუნება სურს. აპრილის შუა რიცხვებში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ თქვა, რომ სპორტი და პოლიტიკა უნდა იყოს “მკაფიოდ გამიჯნული” და რომ რუს სპორტსმენებს პარიზის ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება უნდა მიეცეთ.
“ფერენცვაროშში” მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. უნგრული პრესა ახალი სპონსორის გამოცხადებას რამდენიმე კვირაში ელის.
ამ სეზონში “ფერენცვაროშმა”, რომელიც უნგრეთის ყველაზე წარმატებული საფეხბურთო კლუბია, ზედიზედ მეექვსედ მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი, ეს 35-ედ გააკეთა და რეკორდი დაამყარა.
გუნდი ამ სეზონში კონფერენს ლიგის ჯგუფიდან მოხვდა, მაგრამ მეოთხედფინალში პირეოსის “ოლიმპიაკოსმა” გამოაგდო.