არქივი15 აპრილი, 2024, 21:19
რუსთაველის გამზირზე, სავარაუდოდ, სიხშირეს ახშობენ
რუსთაველის გამზირზე, სავარაუდოდ სიხშირეს ახშობენ. ტელევიზიებს პირდაპირ ეთერში მაუწყებლობა უჭირთ. ტრანსლირება ხარვეზების ფონზე მიმდინარეობს, რადგან შეფერხებებით მუშაობს ჩართვის აპარატები.
შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ რუსული კანონის საწინააღმდეგო ხალხმრავალი დემონსტრაცია იმართება. პარალელურად, "ოცნება" იურიდიულ კომიტეტზე კანონპროექტს განიხილავს, თუმცა დარბაზში თითქმის აღარ იმყოფებიან ოპოზიციონერები. კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ისინი ეტაპობრივად, დარბაზიდან გააძევა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.