რუსეთში ალექსეი არესტოვიჩსა და ბორის აკუნინს პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს

მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ რუს მწერალს, ბორის აკუნინსა და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილ მრჩეველს, ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად ორ-ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, აკუნინს, რომლის ნამდვილი სახელი და გვარია გრიგორი ჩხარტიშვილი, ბრალი ტერორიზმისკენ საჯარო მოწოდებასა და ტერორიზმის პროპაგანდაში ედება.

სასამართლო განმარტავს, რომ პატიმრობის ვადის ათვლა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან, ხოლო ს ფედერაციის ტერიტორიაზე ექსტრადიციის ან დეპორტაციის შემთხვევაში – სამართალდამცავ ორგანოებში გადაყვანის მომენტიდან მოხდება.

რაც შეეხება ალექსეი არესტოვიჩს, მას ბრალი ტერორიზმის საჯაროდ გამართლებასა და რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ედება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლატვიის საგარეო მინისტრი – ჩვენი საელჩოს წარმომადგენლები აგრესორი სახელმწიფოს მეთაურის ინაუგურაციას არ დაესწრებიან – პუტინი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ომის დანაშაულებისთვის იძებნება