რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მსხვერპლი მოჰყვა ბელგოროდის ოლქზე დრონებით შეტევას

ს ხელისუფლება აცხადებს, რომ მსხვერპლი მოჰყვა ბელგოროდის ოლქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების დღევანდელ თავდასხმას. ოლქის ოპერატიული შტაბის ტელეგრამ-არხზე დილით გამოქვეყნებული პირველი ინფორმაციით, ბორისოვის რაიონში დრონებით დარტყმა იყო საწარმო „აგრო-ბელგორიეს” ავტომანქანებზე, რომლებსაც ფერმის თანამშრომლები გადაჰყავდა. შტაბის თანახმად, დაიღუპა 6 და დაშავდა 30-ზე მეტი ადამიანი. მოგვიანებით კომპანია „აგრო-ბელგორიემ” განაცხადა, რომ დაღუპულია 7.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, დაშავდა 35 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ს ბელგოროდის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
რუსეთი უკრაინას თითქმის ყოველდღე ადანაშაულებს ბელგოროდის ოლქზე დრონებით და რაკეტებით თავდასხმებში. უკრაინის თავდაცვის ძალებში, როგორც წესი, ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. რუსეთის ბელგოროდის ოლქი უკრაინის ხარკოვის, ლუგანსკისა და სუმის ოლქებს ესაზღვრება.

ასევე დაგაინტერესებთ