ლატვიის საგარეო მინისტრი – ჩვენი საელჩოს წარმომადგენლები აგრესორი სახელმწიფოს მეთაურის ინაუგურაციას არ დაესწრებიან – პუტინი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ომის დანაშაულებისთვის იძებნება

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბაიბა ბრაჟეს განცხადებით, ლატვიელი დიპლომატები ს ლიდერის, ს ინაუგურაციას არ დაესწრებიან.
„ლატვიის საელჩოს წარმომადგენლები არ დაესწრებიან აგრესორი სახელმწიფოს მეთაურის ინაუგურაციას, რომელიც თავს ესხმის ყველაფერს, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. პუტინი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ომის დანაშაულებისთვის იძებნება“, – აცხადებს ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
მანამდე, ჩეხეთმა და ესტონეთმაც დაადასტურეს, რომ მათი წარმომადგენლები არ დაესწრებიან ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციას, რომელიც 7 მაისისთვის არის დაგეგმილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი