რუსეთი არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის მზადყოფნის გაზრდის მიზნით წვრთნებს ჩაატარებს

ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის მზადყოფნის გაზრდის მიზნით სამხედრო წვრთნებისთვის მზადების დაწყების შესახებ ბრძანება გასცა, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის დავალებით, საბრძოლო მისიების შესასრულებლად არასტრატეგიული ბირთვული ძალების მზადყოფნის გაზრდის მიზნით, გენერალურმა შტაბმა წვრთნების ჩასატარებლად მზადება დაიწყო“, – აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, წვრთნები სამხრეთის სამხედრო ოლქის სარაკეტო შენაერთებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების ჩართულობით ჩატარდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი