რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი ფხენიანში იმყოფებოდა

ს საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი სერგეი ნარიშკინი სამი დღით ფხენიანში იმყოფებოდა. ეს ცნობილი გახდა ჯერ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს და შემდეგ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ დღეს, 28 მარტს, გავრცელებული პრესრელიზებიდან.
ამ ზოგადი ცნობების მიხედვით, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ფხენიანში 25-27 მარტს იმყოფებოდა და ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა.
ფხენიანის პრესრელიზის თანახმად, დელეგაციებმა „საქმიანი მოლაპარაკებები“ გამართეს და ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები „კორეის ნახევარკუნძულის და რუსეთის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე” და „სერიოზულად განიხილეს“ თანამშრომლობის განმტკიცების საკითხები „მტრული ძალების შპიონაჟის და ინტრიგების პასუხად“.
დაახლოებით ასეთივე შინაარსის პრესრელიზი გამოაქვეყნა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა. მისი ინფორმაციით, „გულთბილ და მეგობრულ გარემოში“ ჩატარებული მოლაპარაკებისას განხილული იყო „საერთაშორისო მდგომარეობის განვითარების, რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის და ურთიერთქმედების გაღრმავების აქტუალური საკითხები“ იმ პირობებში, როცა „გარეშე ძალები ცდილობენ ზეწოლის გაძლიერებას“. მოსკოვი და ფხენიანი „გარეშე” და „მტრულ” ძალებად, როგორც წესი, -ს და მის მოკავშირე სახელმწიფოებს მიიჩნევენ.
ჩრდილოეთ კორეის და რუსეთის მაღალჩინოსნებმა ერთმანეთთან ვიზიტები და მოლაპარაკებები 2023 წლის მეორე ნახევრიდან გაახშირეს.
ივლისში ფხენიანში იმყოფებოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ. პრეზიდენტ პუტინთან შესახვედრად, სექტემბერში რუსეთში ჩავიდა ჩრდილოეთ კორეის მეთაური კიმ ჩენ ინი.
სავარაუდოდ, 2023 წლის მეორე ნახევრიდან ფხენიანმა დაიწყო რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდება, რაც აკრძალულია გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დაწესებული სანქციების საფუძველზე. პირველი ცნობები ში ამ რაკეტების გამოყენების შესახებ 2024 წლის დასაწყისში გავრცელდა.
ფხენიანს სანქციები აქვს დაწესებული ბირთვული იარაღის გამოცდის გამო. გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, 2024 წლის მარტიდან რუსეთმა გაეროს სანქციების დარღვევით დაიწყო ჩრდილოეთ კორეისთვის ნავთობის მიწოდება.

ასევე დაგაინტერესებთ