მედია: რა ხდება ჩეჩნეთსა და დაღესტანს შორის – ბზარი კავკასიაში?

ორი კვირაა არ ცხრება სკანდალი, რომელშიც ჩეჩნეთისა და დაღესტნის ხელმძღვანელები – რამზან კადიროვი და სერგეი მელიკოვიც არიან ჩართული.

2024 წლის 14 აპრილს რამზან კადიროვის უახლოესი თანამებრძოლი და ს საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჩეჩნეთის დეპარტამენტის უფროსი, ალიხან ცაკაევი დაღესტნელმა პოლიციელებმა დააკავეს არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისა და დაუმორჩილებლობის გამო.

რუსეთის შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ გადმოათრიეს გენერალი ცაკაევი მანქანიდან და როგორც გააკრეს ის სახით ასფალტზე. პასუხად ჩეჩნეთის რესპუბლიკის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა, სამართლებრივი პროცედურების გვერდის ავლით, მალევე გამოიხსნეს “ტყვეობიდან” თავისიანი, რომელსაც, მიმომხილველების თქმით, რამზან კადიროვის სახელისუფლებო იერარქიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

ალიხან ცაკაევი დააკავეს გერზელის ხიდის საგუშაგოზე, დაღესტან-ჩეჩნეთის ადმინისტრაციულ საზღვართან. რუსეთის შს სამინისტროს ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის სამმართველოს ვერსიით, შემხვედრ ზოლში მოძრავი ავტომობილის მძღოლმა უარი თქვა დამორჩილებასა და საბუთების წარდგენაზე, შემდეგ კი აგინა პოლიციელებს და სცადა გზის გაგრძელება. ავტომობილის გაჩერება მოხერხდა სპეციალური საშუალების – ე.წ. ზღარბის – გამოყენების შემდეგ, ალიხან ცაკაევი (მძღოლი) ავტომობილიდან გადმოიყვანა შვიდმა სამართალდამცველმა. რამდენიმე წყაროს თანახმად, დაკავების მომენტში საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჩეჩნეთის დეპარტამენტის უფროსი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.

განაგრძეთ კითხვა

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: სჯობს, საქართველომ დაკარგოს მთავრობა, ვიდრე სტატუსი – ხალხს უნდა მიეცეს საშუალება მშვიდად შეცვალოს მთავრობა და გააგრძელოს ევროპული განვითარება და არა ის, რომ სტატუსი ჩამოგვართვან ან ვიზალიბერალიზაცია შეგვიწყვიტონ