რუსეთის ბელგოროდის ოლქში დრონებით თავდასხმას ორი პირი ემსხვერპლა

ორი პირი დაიღუპა და ორი დაშავდა ს ბელგოროდის ოლქის სოფელ როჟესტვენკაში, იტყობინება ოლქის გუბერნატორი.
ვიაჩესლავ გლადკოვის თანახმად, გრაივორონსკის რაიონში მდებარე ამ დასახელებულ პუნქტზე განხორციელდა სამი “თვითმკვლელი დრონით” თავდასხმა. ამას გარდა რვა მარტს დრონებით იერიში იქნა მიტანილი სოფელ მასლოვა პრისტანზე, თქვა გლადკოვმა, რომლის ცნობით, იქ მსხვერპლი არ არის.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, 8 მარტის ღამეს ამ ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ ბელგოროდის და ვოლგოგრადის ტერიტორიებზე ჩამოაგდო ათამდე დრონი.
უკრაინის შეიარაღებული ძალებით იტყობინებიან, რომ რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორიას შეუტია 37 დრონით, ასევე ერთი ЗРК С-300-ი ტიპის რაკეტით და ორი საავიაციო Х-59-ის ტიპის საავიაციო რაკეტით.
უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო 33 დრონი ექვს სხვადასხვა ოლქში.
რუსეთის ბელგოროდის ოლქზე, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება ს, თავდასხმები ხდება თითქმის ყოველდღე. რუსეთი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სდებს ბრალს, მაგრამ , როგორც წესი ამ ცნობებზე არ რეაგირებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – საქართველოს ეკონომიკური განადგურება ემუქრება და ამ ყველაფერს საფრთხის წინაშე დღეს „ქართული ოცნება“ აყენებს, რუსული კანონის მიზანიც ესაა – წარმოუდგენელია დავუშვათ პრეცედენტი, რომ საქართველო იზოლაციაში მოექცეს