რუსებმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო იერიში მიიტანეს, რამდენიმე ოლქში აფეთქებების ხმები ისმოდა

ს საოკუპაციო ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ კიდევ ერთი მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ამის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაფიქსირდა რაკეტების გაშვება Tu-95MS ტიპის თვითმფრინავებიდან.
მანამდე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთის ოლენას აეროდრომიდან Tu-95MS თვითმფრინავები აფრინდა.
მედიის ინფორმაციით, დნიპროს, კამენსკის, ჩერკასისა და ხმელნიცკის ოლქებში აფეთქებების ხმები ისმოდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლვოვში საჰაერო თავდაცვა მუშაობდა.

ასევე დაგაინტერესებთ