ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“რუსებმა თაღლითური სქემა მოიფიქრეს – სამიზნეები ხანდაზმული ადამიანებია” – ირა სილანტევა

მოკლედ რუსებმა ახალი (ან არც ისე) თაღლითური სქემა მოიფიქრეს. რეკავენ სახლის ტელეფონზე სადაც გოგო რუსულად ტირილით ამბობს რომ მოყვა ავარიაში, დაეჯახა ორსულ გოგოს, ახლა ის გოგო საავადმყოფოშია, ბავშვი კვდება, ხოლო თვითონ დააკავა პოლიციამ და ესაჭიროება 15 ათასი დოლარი რომ გამოუშვან. ასევე ამბობს რომ პოლიცია აწამებს. ამბობს რომ არის შვილი. ძირითადი სამიზნე არიან ხანდაზმული ადამიანები. დახურულ ჯგუფებში წერს ხალხი ასეთ ზარებზე და ყველა დაზაფრულია. ასეტი თაღლითობის მსხვერპლი აღმოვჩნდით ჩვენც. დედას დაურეკეს და შენი შვილი ვარო. დედა ავადაა და დაიჯერა, მიუხედავად იმისა რომ იცოდა ქვეყანაში არ ვარ. რამდენიმე საათი დარბოდა საავადმყოფოებში და ხან სიკვდილის პირას მყოფ ჩვილს და ხან მე მეძებდა. ბინის დალომბარდებას აპირებდა რომ პოლიციის წამებისგან დავეხსენი. საბედნიეროდ ახლობელი აღმოჩნდა მის გვერდით და ბოლოს როგორც იქნა დამიკავშირდნენ და ძლივს დავაწყნარე. წნევა ჰქონდა ავარდნილი არ ვიცი რამდენზე და ძლივს დაუგდეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia ხოდა იზამთ რამეს თუ მაინც და მაინც ვინმე ხანდაზმული უნდა შეიწირონ რომ მერე მწუხარება გამოთქვათ?

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.