ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რონალდოს მოლდოვური გუნდი კონტრაქტს სთავაზობს

რონალდოს მოლდოვური გუნდი კონტრაქტს სთავაზობს

"ალ ნასრის" ლეგენდარულ შემტევ კრიშტიანო რონალდოს მოლდოვურმა "დაჩია ბუიუკანიმ" კონტრაქტი და კარიერის მათ კლუბში გაგრძელება შესთავაზა.
"რონალდოს ჯერ არ გაუხანგრძლივებია კონტრაქტი "ალ ნასრისთან" და ღია იქნება შემოთავაზებებისთვის ამ ზამთარში. გვჯერა, რომ საუკეთესო გამოსავალი ფეხბურთელისთვის კარიერის გასაგრძელებლად არის ჩვენი კლუბი რამდენიმე მიზეზის გამო.
ჯერ ერთი, მას სხვა ფერებთან შეგუება არ მოუწევს, ჩვენ ისევ ყვითელ-ლურჯ ფერებში ვთამაშობთ. შემდეგ ჩვენ მას ვპირდებით ადგილს კლუბის ადმინისტრაციაში, როგორც აკადემიის საერთაშორისო ბრენდის ელჩი ან ახალგაზრდული გუნდების მწვრთნელი (სადმე უნდა დაიწყოთ მწვრთნელობა "მანჩესტერ იუნაიტედის" ან მადრიდის "რეალის"
მართვამდე). კრიშტიანო, ჩვენ გელოდებით", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.