„რომ არა ჩვენს მიერ განხორციელებული უმნიშვნელოვანესი პროექტი, ბათუმს დღესაც არ ექნებოდა სტადიონი“ – პრემიერი

რომ დაანგრიეს ს სტადიონი. რომ არა ჩვენს დროს დაინიცირებული და განხორციელებული უმნიშვნელოვანესი პროექტი, ბათუმს დღესაც არ ექნებოდა სტადიონი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ნაკრების ფეხბურთელები საკუთარი ხარჯებით ჩამოდიოდნენ თამაშებზე, ხარჯების ანაზღაურებას ჰპირდებოდნენ და იყო შემთხვევები, როცა ამ თანხებს არ უნაზღაურებდნენ.
„ძალიან ხშირად, ასევე კონკრეტული ფეხბურთელის მონაყოლია, ნაკრების ფეხბურთელებს უწევდათ თბილისში ჩამოფრენა თამაშებზე საკუთარი ხარჯით. ზოგჯერ ჰპირდებოდნენ, პოსტ ფაქტუმ, ამ ხარჯების ანაზღაურებას და იყო შემთხვევები, როდესაც პოსტ ფაქტუმაც არ უნაზღაურებდნენ ხარჯებს. ანუ, ნაკრების ფეხბურთელები ჩამოდიოდნენ საკუთარი ხარჯებით თამაშებზე. ასეთი რაღაცები ხდებოდა. ასეთ პირობებში, როგორ შეიძლება, რაიმე წარმატებას მიაღწიოს სპორტმა. ეს ყველაფერი აღიკვეთა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დღეს გვაქვს ჩვენ თანმიმდევრული პოლიტიკა, რასაც, ბუნებრივია, მოაქვს თავისი შედეგები. ასევე შეგახსენებთ, რომ დაანგრიეს ბათუმის სტადიონი. ქალაქი, რომელსაც აქვს ასეთი სპორტული, საფეხბურთო ტრადიციები, წლების განმავლობაში დატოვეს საერთოდ სტადიონის გარეშე და რომ არა ჩვენს დროს დაინიცირებული და განხორციელებული უმნიშვნელოვანესი პროექტი, ბათუმს დღესაც არ ექნებოდა სტადიონი. ეს იყო მათი დამოკიდებულება სპორტის მიმართ. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება ფუნდამენტურად შეიცვალა“, – განაცხადა პრემიერმა.