„როგორც დაიწყო დაუგეგმავად, წრფელი პროტესტით და პატრიოტიზმით, ასე უნდა გაგრძელდეს“ – ნიკა მელია

„ახალის“ თანადამფუძნებელი მელია რუსთაველზე იმყოფება, სადაც რუსულ კანონს მოსახლეობა აპროტესტებს:
„როგორც დაიწყო დაუგეგმავად, წრფელი პროტესტით და პატრიოტიზმით, ასე უნდა გაგრძელდეს, აქ ხელოვნური ჩართულობა არ არის აუცილებელი და არც სასურველია. ეს ხალხი არავის გამოა გამოსული, ეს ხალხი იდეის გამოა გამოსული, ეს ხალხი არის ევროპული და ეროვნული იდეის განსახორციელებლად გამოსული. წინაპრებმა მოგვიტანეს დამოუკიდებლობა, ახლა გვაქვს ვალდებულება განვახორციელოთ იდეა, რომელიც რა თქმა უნდა, უპირატესი ყველასთვიც, ეს არის ეროვნული და ევროპული იდეა“
შეგახსენებთ, ამ წუთებში რუსთაველზე აქცია მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ორბელიანების სასახლის წინ, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საზეიმო კონცერტი მიმდინარეობს – ღონისძიებაზე იმყოფებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები