ორბელიანების სასახლის წინ, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საზეიმო კონცერტი მიმდინარეობს – ღონისძიებაზე იმყოფებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები

ორბელიანების სასახლის წინ, პრეზიდენტის ინიციატივით საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საზეიმო კონცერტი მიმდინარეობს.
ამ წუთებში, შეკრებილებს საქართველოს პრეზიდენტი, სიტყვით მიმართავს.
ღონისძიებაზე იმყოფებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ასევე, საზეიმო კონცერტზე ოპოზიციის წარმომადგენლებიც არიან.
როგორც ცნობილია კონცერტში მონაწილეობას იღებენ: ანიტა რაჭველიშვილი, ნინო სურგულაძე, ალექსანდრე კორსანტია, გიორგი გიგაშვილი, ანსამბლი „შავნაბადა“, სუხიშვილები, ლიზი რამიშვილი, მარიამ ქირია, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი – კახი სოლომნიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის სიხარული საქართველოს დასჯასთან დაკავშირებით ნაადრევია, არავინ აპირებს დასაჯოს საქართველო, საქართველოს მოსახლეობა, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება