საქართველოს დამოუკიდებლობის დღე რუსთავში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე რუსთავში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა.
ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, რუსთავის მოსახლეობასა და ქალაქის სტუმრებს ეროვნული დღესასწაული საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ და ქალაქის მერმა, მ მიულოცეს.
„ვლადიმერ კონსტანტინიდიმ მოინახულა თემატური საგამოფენო სივრცეები და გაეცნო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციას. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებების ფარგლებში, ფოლკლორულმა ანსამბლმა “თუთარჩელამ” შეასრულა საქართველოს ჰიმნი.
საზეიმო ღონისძიებები ბენდი “გუფი ლენდის” კონცერტით დასრულდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ