რისთვის გაუშვეს ღარიბაშვილი? – “კორუფცია აქვს ყველა ქვეყანას, მათ შორის – ჩვენც” – მდინარაძე

უმრავლესობის ლიდერმა ს დეკლარაციაზე დასმული კითხვის პასუხად, ამბობს, რომ თუ მამამისი ოფიციალურად, მხოლოდ პენსიაზე ცხოვრობს, მაშინ მას არ შეეძლო პრემიერისთვის დიდი თანხა იგი ამბობს, რომ ღარიბაშვილის კორუფციისთვის არ გაუშვიათ, მაგრამ არ ამბობს, აბა, რისთვის გაუშვეს, ისევე, როგორც, ამჯერად, არც იმას ამბობს, რომ არ გაუშვიათ, როგორც ამას თავიდან ამტკიცებდნენ.
“თუ ბიზნესი და ფული აქვს, ე.ი. მას შეეძლო ეჩუქებინა თავის შვილისთვის ფული, თუ მარტო პენსიაზე ცხოვრობს, მაშინ არ შეეძლო ეჩუქებინა. კორუფციის რაღაცა მსგავსი სახეობა აქვს ყველა ქვეყანას, მათ შორის შეუძლებელია, რომ ჩვენც არ გვქონდეს. საკრებულოს წევრები და მერები და ა.შ. ადამიანები არიან დაკავებულები და უკანონოდ კი არ ზიან, სააკაშვილის დრო კი არ არის. უსერიოზულესი პროგრესია, ათეულობით პუნქტით წინ წავიწიეთ კორუფციასთან ბრძოლაში და ეს პროგრესი როდესაც ახალმა პრემიერმა ნახა, რომ ხელის გულზე იყო, რაც ღარიბაშვილის დროს უკვე მიიღწა, ამან მისცა ახალ პრემიერს, ს იმის საფუძველი, დაეანონსებინა, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მსოფლიოში მოწინავეთა რიგებში. მთავარია, ჩვენ რაც შეიძლება მინიმუმადე დავიყვანოთ კორუფციის რისკები. ეს არის ჩვენი გამოწვევა. ირაკლი ღარიბაშვილი კორუფციისთვის არ გაუშვიათ”, – ამბობს მდინარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ