რიკარდ იოზვიაკი: ევროპარლამენტი მომავალ კვირას კენჭს უყრის უცხოური აგენტების შესახებ კანონის რეზოლუციას

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი აცხადებს, რომ ევროპარლამენტი მომავალ კვირას კენჭს უყრის უცხოური აგენტების შესახებ კანონის არასავალდებულო რეზოლუციას.

„ევროკავშირის ზოგიერთმა ლიდერმა შესაძლოა, დღეს საღამოს ევროკავშირის სამიტზე არაფორმალურად დააყენოს დღის წესრიგში საქართველოში არსებული ვითარება. სავარაუდოდ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მას ორშაბათს განიხილავენ.

ამასთან, ევროპარლამენტი მომავალ კვირას კენჭს უყრის უცხოური აგენტების შესახებ კანონის არასავალდებულო რეზოლუციას“, – აღნიშნა რიკარდ იოზვიაკმა.

ასევე დაგაინტერესებთ