სანდრო რაქვიაშვილი: …ვინაიდან, თუ ადამიანი დაფიქრდება და ამ ყველაფრის არაადეკვატურობის მასშტაბს დაინახავს, ქართულ ოცნებას 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა გაუჩნდება

“ქართული ოცნების საარჩევნო კამპანია, როგორც ჩანს, შეთქმულების თეორიების ნაზავი იქნება: გეები გვიტევენ, მასონები ომში გვითრევენ, ცუდი ხალხი ქართველობას გვართმევს, რევოლუციებს გვიწყობს და ნაცებს გვიბრუნებს.
უხვად გაზავებული ტაქტიკური ტყუილებით (“გამჭვირვალობა” და ა.შ.), ფულით და ადმინისტრაციული რესურსით, ეს კამპანია ყველამხრივ იმაზე იქნება მიმართული, რომ სიძულვილის გაღვივებით და პროპაგანდით ამომრჩეველს არ მისცეს შესაძლებლობა დაფიქრდეს, თუ რა ხდება, ვინაიდან, თუ ადამიანი დაფიქრდება და ამ ყველაფრის არაადეკვატურობის მასშტაბს დაინახავს, ქართულ ოცნებას 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა გაუჩნდება”. |

ასევე დაგაინტერესებთ