ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები მსვლელობას – „არა რუსულ კანონს“ მართავენ

„არა რუსულ კანონს“ – ამ ლოზუნგით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქცია – მსვლელობა მოაწყვეს.
ახალგაზრდები „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს აპროტესტებენ და ხელისუფლებას მისი გაწვევისკენ მოუწოდებენ.
მათი თქმით, კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალს ხელს უშლის, მათთვის მიუღებელია.
სტუდენტებმა მარში საქართველოს და ევროკავშირის დროშებით საერთაშორისო უნივერსიტეტიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტს შეუერთდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ახალგაზრდებს პირდაპირი ეთერის ფორმატში საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შევთავაზე, თუმცა იმავე წამს რადიკალების მხრიდან ახალგაზრდების ბულინგი დაიწყო და ამ პირობებში ვერც ერთმა ჯგუფმა მონაწილეობა ვერ გარისკა