ანა ბუჩუკური ანრი ოხანაშვილს – ხომ არ დააზუსტებდით კანონის მიზანს და გამჭვირვალობის ნაცვლად, რომელიც არის ტყუილი, მიუთითებდით დაპირისპირებას?

ხომ არ დააზუსტებდით კანონის მიზანს და გამჭვირვალობის ნაცვლად, რომელიც არის ტყუილი, მიუთითებდით საზოგადოების დაპირისპირებას , – ასე მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს.
ანა ბუჩუკურის განცხადებით, შეცდომაა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიზანი გამჭვირვალობაა.
„შეცდომით არის მითითებული, რომ კანონის მიზანი არის გამჭვირვალობა, ჩვენს გუნდს ჰქონდა ალტერნატიული კანონი წარდგენილი, „გრანტების შესახებ კანონში“ და „ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ კანონში“, სადაც თუ კი რაიმე დამატებითი ინფორმაცია სჭირდება სახელმწიფოს, შეგვეძლო ტექნიკურად გაგვემართა და დამატებითი ინფორმაციაზე წარმოდგენა. საკმარისზე მეტი გაქვთ ისედაც, მაგრამ თუ ეს საკმარისი არ არის შეგვეძლო ასე მოგვეთხოვა, მაგრამ ამაზე ბატონო ანრი თქვენც და თქვენმა პარტიამ უარი განაცხადეთ“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ასევე დაგაინტერესებთ