“ტიუკავინი “არსენალში” გადასვლის კანდიდატია” – რუსეთის ნაკრების მწვრთნელი

ს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ნიკოლაი პისარევმა მოსკოვის “დინამოს” თავდამსხმელის კონსტანტინ ტიუკავინის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, ახალგაზრდა ფორვარდს ლონდონის “არსენალში” თამაში შეუძლია.
“ტიუკავინი “არსენალში” გადასვლის კანდიდატია, მისი ხასიათი კარგად ვიცი და კონსტანტინი ძალიან შრომისმოყვარე ფეხბურთელია, კარის ხაზთან გადაწყვეტილებებს ძალიან სწრაფად იღებს და თავდამსხმელისთვის საჭირო გოლის გატანის ალღო აქვს”, – განაცხადა ტიუკავინმა Match TV-სთან ინტერვიუში.
21 წლის ტიუკავინი მოსკოვის “დინამოს” აღზრდილია, მიმდინარე სეზონში ამ გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 35 მატჩი ჩაატარა, თავი კი 16 გატანილი გოლითა და 9 შედეგიანი პასით
გამოიჩინა, Transfermarkt-ის მიხედვით, ტიუკავინის ფასი 12 მილიონი ევროა, თავდამსხმელს მოსკოვის “დინამოსთან” კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულში ეწურება.