“აგენტმა უნდა უთხრას, რომ უმაღლეს დონეზე თამაში აღარ შეუძლია” – კარაგერმა კაზემირო მიწასთან გაასწორა

პრემიერლიგის 36-ე ტურში “კრისტალ პალასმა” “მანჩესტერ იუნაიტედს” უმასპინძლა და 4:0 გაიმარჯვა.
ვეტერანმა ფეხბურთელმა და ამჟამად Sky Sports-ის ექსპერტმა ჯეიმი კარაგერმა “მანკუნიანელების” ნახევარმცველი კაზემირო მკაცრად გააკრიტიკა.
“კაზემირო გამოცდილი ფეხბურთელია და უნდა გააცნობიეროს, რომ მაღალ დონეზე მხოლოდ სამი თამაში აქვს ჩასატარებელი, ორი მატჩი ჩემპიონატში ერთი კი ინგლისის თასის ფინალში. ამის შემდეგ კარიერა საუდის არაბეთში ან MLS-ში უნდა გააგრძელოს.
სერიოზულად ვამბობ, მისმა აგენტმა უნდა უთხრას, რომ ეს სკამარისია და “მანჩესტერ იუნაიტედი” დატოვოს.
ის ევროპაში წლების განმავლობაში დომინირებდა და თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო,
მის მიღწევებთან ახლოსაც კი არ ვარ, ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ბრაზილიის ნაკრების უცვლელი წევრი იყო და “რეალის” ერთ-ერთი ლიდერი.
როცა კარიერას ვასრულებდი, ჩემს თავს ვუთხარი – დატოვე ფეხბურთი, სანამ ფეხბურთი თავად დაგტოვებს, ეს კაზემირომაც უნდა გაიაზროს”, – განაცხადა კარაგერმა.