“კრისტალ პალასმა” “მანჩესტერ იუნაიტედი” 4:0 დაამარცხა [VIDEO]

პრემიერლიგის 36-ე ტურში “კრისტალ პალასმა” “მანჩესტერ იუნაიტედს” უმასპინძლა და 4:0 გაიმარჯვა.
მე-12 წუთზე ანგარიში “არწივების” გარემარბმა მაიკლ ოლისემ გახსნა, მე-40 წუთზე ჟან-ფილიპ მატეტამ სხვაობა ორამდე გაზარდა.
მეორე ტაიმში უპირატესობას კვლავ ლონდონელები ფლობდნენ და 58-ე წუთზე ტაირიკ მიჩელმა მესამე გოლი გაიტანა. 66-ე წუთზე კი ოლისემ დუბლი შეასრულა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ამრიგად, “მანჩესტერ იუნაიტედმა” პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მე-13 მარცხი იწვნია, რაც კლუბის ისტორიაში არასდროს მომხდარა. ტენ ჰაგი სატურნირო ცხრილში 54 ქულით მე-8 ადგილს იკავებს, “მანკუნიანელები” მორიგ მატჩს საკუთარ კედლებში, 12
მაისს, “არსენალის” წინააღმდეგ გამართავს.
“კრისტალ პალასი” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 43 ქულით მე-14 ადგილს იკავებს, ოლივერ გლასნერის გაწვრთნილი გუნდი 11 მაისს, “ვულვზს” ესტუმრება