რა თანხას მიიღებს საქართველო 2024-ზე მონაწილეობისთვის?

რა თანხას მიიღებს საქართველო 2024-ზე მონაწილეობისთვის?
26 მარტს დინამო არენაზე გამართულ თამაშზე საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა. ნაკრები ჩემპიონატზე თამაშისთვის უეფასგან 9.25 მლნ ევროს მიიღებს. აღნიშნული თანხა ევროპის ჩემპიონატის ყველა მონაწილისთვისაა განკუთვნილი.
ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ჯგუფურ ეტაპზე 1 მატჩის მოგებით, კონკრეტული ნაკრები 1,5 მლნ ევროს მიიღებს. თუ მატჩი ფრედ დასრულდა, ორივე ნაკრები 750 000 ევროს მიიღებს. მერვედფინალში გასვლისთვის ნაკრები 1.5 მლნ-ს მიიღებს, მეოთხედფინალისთვის – 2.5 მლნ-ს, ნახევარფინალისთვის კი – 4 მლნ-ს. ფინალში დამარცხებული გუნდი დამატებით 5 მლნ ევროთი დასაჩუქრდება, გამარჯვებული კი – 8 მლნ-ით.
უეფა-ს ინფორმაციით, ფეხბურთის 24 გუნდს, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს, 331 მლნ ევროს გადაუხდის. ყველა იმ ნაკრების ეროვნული ფედერაციები, რომელიც პირველ ჯგუფურ ეტაპზე სამივე თამაშს მოიგებს, უეფასგან მაქსიმუმ 28.25 მლნ ევროს მიიღებს. კლუბები უეფასგან მიიღებენ დამატებით 240 მლნ ევროს.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება.