რა დარღვევები აღმოჩნდა საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკებში – სეს-ის ინსპექტირების შედეგები

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სურსათის უვნებლობის სფეროში 10 000-მდე სახელმწიფო კონტროლი განახორციელა.
პირველ კვარტალში სურსათის ლაბორატორიული კვლევისას არ გამოვლენილა არც ერთი დარღვევა:
· პესტიციდების ნარჩენები მცენარეულ და ცხოველურ სურსათში (შემოწმდა 72 ნიმუში);
· ტრანსცხიმები (შემოწმდა 21 ნიმუში);
· გმო (შემოწმდა10 ნიმუში); ლისტერია (შემოწმდა 50 ნიმუში);
· ხორცისა და ხორცის პროდუქტების სახეობრივი კვლევა (შემოწმდა 41 ნიმუში);
· კალციუმის შემცველობა ხორცის პროდუქტებში (შემოწმდა 15 ნიმუში).
bpn.ge