რატომ მიაღწია საქართველომ წარმატებას და ბელარუსიამ – ვერა… რა შანსები აქვს სანიოლის გუნდს ევროზე – დრაგუნმა ბელარუსულ პრესასთან ისაუბრა

ბელარუსულმა Smartpress.by-მ მომავალი ევროპის ჩემპიონატი მიმოიხილა და რა თქმა უნდა, საუბარი საქართველოს ნაკრებსაც შეეხო.
გამოცემას ექსპერტად მათი ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი სტანისლავ დრაგუნი ჰყავდა მიწვეული, რომელმაც 2012 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე “ჯვაროსნებთან” 2:0 მოგებულ შეხვედრაში ჩვენი გუნდის კარიც აიღო.
დრაგუნს კითხვა იმის შესახებ დაუსვეს, რა შეიცვალა ამ 12 წელში, რატომ მიაღწია საქართველომ ამხელა წარმატებას და ბელარუსიამ ვერა.
“ეს კითხვა სიღრმისეულ ანალიზს საჭიროებს. ძალიან ბევრ რამეზე დაკვირვება და დაფიქრებაა საჭირო.
იგივე ხდება საკლუბო დონეზეც… 2018 წელს “ბატემ” ჩემპიონთა ლიგაზე “ყარაბახს”
უმასპინძლა, მაგრამ სად არიან ახლა ეს გუნდები?!
“ყარაბახი” ახლა ერთი ნაბიჯით წინაა! სამოთხე და დედამიწა! ახლა ჩვენს შორის სწორედ ეს განსხვავებაა.
ზოგი წინ მიიწევს, ზოგიც უარესდება. როგორც ჩანს, საქმე ფეხბურთელების მომზადებაშია. მე არ ვარ ექსპერტი ეს თემა წამოვწიო, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, ჩვენ სახლში ვრჩებით, საქართველო კი ევროპის ჩემპიონატზე მიდის”.
დრაგუნს კითხვა ბოლო სამი ნაკრების (საქართველო, , პოლონეთი) შესახებ დაუსვეს, რომლებმაც დარჩენილი 3 საგზური მიიღეს და ყოფილ ფეხბურთელს აზრს დაეკიხნენ, აქვთ თუ არა ამ ქვეყნებს ჯგუფიდან გასვლის შანსი.
“ვფიქრობ, სამივეს გაუჭირდება და განსაკუთრებით, საქართველოს. მათ გამო შეწუხებული ვარ, რადგან გარკვეულ საკითხებში ვგავართ ერთმანეთს.
უკრაინელებს კარგი ახალგაზრდა თაობა ჰყავთ, მაგრამ ახალგაზრდებს არასტაბილურობა ახასიათებთ. თუ მათ თავისი ფეხბურთი ითამაშეს, ჯგუფიდან გავლენ”, ‐ ამბობს დრაგუნი.