არქივი25 ოქტომბერი, 2024, 19:55
რატი ამაღლობელი - მოდი და თავად ეს მომავალი რჩეული ფერით გააფერადე

26 ოქტომბრის სიმღერა
თითქოს რკინას წვრთნი, ფოლადს ფერავდე -
ეს ხმა აღიძრა, მოდის შენამდე,
ამბობს - სიშავე და სინაცრისფრე
მოდი და ხელით გააფერადე,
რომ მომავალზე გულით შენ ამდენს
აღარ შფოთავდე, თრთოდე, ღელავდე -
მოდი და თავად ეს მომავალი
რჩეული ფერით გააფერადე.
ხმა ხმას შეეწყოს ყველა ბგერამდე,
გამრავლდეს, გახდეს მჟღერად-მღერადი,
შენი ხმა მიე მრავალჟამიერს
და საქართველო გააფერადე.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.