რამდენიმე რჩევა მათთვის, ვისაც შაქრიანი დიაბეტი აწუხებს

დიაბეტის პირველი ტიპის სიმპტომები

პირველი ტიპის დიაბეტი, როგორც წესი, სწრაფად ვითარდება და მკვეთრად გამოხატული სიმპტომები ახლავს თან. ძლიერდება მადა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ადამიანი სწრაფად კარგავს წონას. გამუდმებული სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება, წყურვილის გამძაფრებული სურვილი და გახშირებული შარდვა. სიმპტომები მოულოდნელად ჩნდება და მათი არშემჩნევა პრაქტიკულად შეუძლებელია.

მეორე ტიპის დიაბეტის

სიმპტომები

ეს ყველაზე გავრცელებული ფორმაა დიაბეტის. მისი დიაგნოზი უფრო რთულია, რადგან ის ნელ-ნელა ვითარდება. სიმპტომებიც სუსტად შეინიშნება.

  • პირის სიმშრალე,
  • წყურვილი, წონაში კლება,
  • სისუსტე,
  • ძილიანობა,
  • ხასიათის ცვლილება,
  • გულისრევა, ღებინება,
  • კიდურების დაბუჟება,
  • თითების კანკალი,
  • მშრალი კანი,
  • გამონაყარი,

მაღალი წნევა.

რატომ არ უნდა დააიგნოროთ დიაბეტის სიმპტომები?

შაქრის დიაბეტი – ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი დაავადებაა. მკურნალობის გარეშე ადამიანი შესაძლოა კომაში ჩავარდეს. ხშირად დიაბეტი გულის, თირკმელების, მხედველობის და ნერვული სისტემის პრობლემების მიზეზი ხდება.

გვირილის ჩაის სისხლში გლუკოზის დონის შემცირება შეუძლია და ასევე, მისი განვითარების შეჩერებაც

ადამიანებმა, რომლებსაც მეორე ტიპის დიაბეტი აქვთ, აუცილებლად უნდა შეიტანონ ყოველდღიურ რაციონში გვირილის ჩაი. იაპონიაში, უელსის უნივერსიტეტის სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ამ სასმელს შეუძლია არა მხოლოდ გლუკოზის დონის შემცირება სისხლში, არამედ დიაბეტის გართულების შემცირებაც.

ექსპერიმენტის მონაწილეები სამი კვირის მანძილზე, დღეში ორ ჭიქა გვირილის ჩაის სვამდნენ. შედეგად, უმრავლესობას გლუკოზის მაჩვენებელი სისხლში 25%-მდე დაეწია. მაქსიმალური ეფექტისთვის, ექსპერიმენტის ავტორები გვირჩევენ, გვირილის ნახარში დღეში ორჯერ, უშაქროდ მივიღოთ (გამხმარი გვირილა შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქებში).

რა უნდა ჭამოთ შაქრიანი დიაბეტის დროს?

წარმოგიდგენთ კვების სწორ რაციონს დიაბეტის დროს:

 

  1. თქვენი თეფშის ნახევარს უნდა შეადგენდეს მწვანე სალათის ფოთლები, მწვანილი, ისპანახი და ა.შ. ასევე, ბოსტნეული, რომელიც არ შეიცავს სახამებელს: ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, სტაფილო, მწვანე ლობიო.
  2. თეფშის ერთი მეოთხედი უნდა შედგებოდეს: მაკარონი, ფაფები (მსხვილმარცვლიანი), მიუსლი, გოგრა, ოსპი.
  3. თეფშის მეორე მეოთხედი ცილებს უნდა დაუთმოთ: უცხიმო ხორცი, ქათამი, თევზი, კვერცხი ან სოიოს ყველი ტოფუ.
  4. შეგიძლიათ მიირთვათ 200 გრ იოგურტი.

რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ გლუკოზის დონეს ხშირად აკონტროლებთ აპარატით?

დიაბეტის მართვის მნიშვნელოვანი ნაწილია სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი და სისხლის ანალიზის ასაღებად თითების ბალიშებზე რეგულარული ჩხვლეტა, რაც პაციენტების ნახევარზე მეტ ნაწილში იწვევს ამ ადგილას კანის გაუხეშებას. ჩხვლეტის ადგილას კანი ხშირად სქელდება და მოყვითალო ელფერს იძენს. რაც უფრო ხშირია კანის ერთი და იგივე არეში ჩხვლეტა, მით მეტად ზიანდება კანის ეს ნაწილი.

კანის გასქელება ხელს უშლის ანალიზისთვის სისხლის წვეთის მისაღებად საჭირო განმეორებითი პროცედურის ჩატარებას და დაჭიმულობისა და დისკომფორტის გრძნობას ამძაფრებს პაციენტებში.

წყარო: marao.ge

ასევე დაგაინტერესებთ