“რავის გამო არ უნდა შეიცვალო იმიტომ, რომ შენ ხარ ასეთი და თუ შენს გვერდზე ადამიანებს უყვარხარ, უნდა მიგიღონ ისეთი, როგორიც ხარ” – თიკა ჯამბურიას პორტრეტი – Marao

“რავის გამო არ უნდა შეიცვალო იმიტომ, რომ შენ ხარ ასეთი და თუ შენს გვერდზე ადამიანებს უყვარხარ, უნდა მიგიღონ ისეთი, როგორიც ხარ” – თიკა ჯამბურიას პორტრეტი – Marao
“ბევრი ჰობი და ინტერესი მაქვს ამ ბოლო დროს. მინდა, ყველაფერი მოვირგო და ყველაფერი გავსინჯო. ბევრი ინტერესი როცა გაქვს, უფრო საინტერესოა შენი ცხოვრება.
საკუთარ თავში არაფერს შევცვლიდი, ძალიან კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით. არავის გამო არ უნდა შეიცვალო იმიტომ, რომ შენ ხარ ასეთი და თუ შენს გვერდზე ადამიანებს უყვარხარ, უნდა მიგიღონ ისეთი, როგორიც ხარ.
ჩემი ბავშვობის ვიდეოებს რომ ვუყურებ, სულ მინდა ჩავეხუტო, მოვეფერო, ვაკოცო და ვუთხრა რომ ძალიან მაგარი გოგოა, ყველაფერი გამოუვა და ყველაფერი კარგად იქნება“, – თქვა თიკა ჯამბურიამ გადაცემა „დილის LIVE“-ის ეთერში.
მომღერალ თიკა ჯამბურიას ფართო საზოგადოება ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობს, როცა მის მიერ შესრულებული სიმღერა ჰიტად იქცა. მას შემდეგ თიკას კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობდა და მომღერლის გათხოვების შესახებ არაერთი ჭორიც დადიოდა.
თიკა ხშირად წერს, რომ შვილთან, ნინა ხოფერიასთან, ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს. როგორც ჩანს, დედა-შვილი ერთად დროს მართლაც სასიამოვნოდ და მხიარულად ატარებს. კადრებს საკუთარი ყოველდღიურობიდან კი გამომწერებსაც ხშირად უზიარებენ.
თიკა ჯამბურია 1991 წლის 14 მარტს თბილისში დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი და მიიღო მუსიკალური განათლება ფორტეპიანოს განხრითაც. მისი განსაკუთრებული ვოკალური მონაცემები სულ მცირე ასაკში შენიშნეს და ლადო გუდიაშვილის 100 წლის იუბილეზე თბილისის ნაციონალური ბალეტისა და ოპერის თეატრში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად იმღერა. მოგვიანებით, 9 წლის ასაკში, ჩაწერა ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ჰიტი “ჯეირანი”, რამაც განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა. ხალხმა განსაკუთრებით შეიყვარა მისი და დათო ხუჯაძის დუეტი “ცისარტყელები”.
2006 წელს გამართა სოლო-კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში თბილისის ბიგ-ბენდთან ერთად. სხვადასხვა დროს საქართველოში, რუსეთში, იტალიასა და ბულგარეთში ჩატარებულ კონკურსებში მიღებული აქვს გრან-პრი.წარმატებული კარიერის პარალელურად, საზოგადოება ახალგაზრდა ნიჭიერი და პოპულარული მომღერლის პირადი ცხოვრებითაც ინტერესდებოდა. მან ადრეულ ასაკში იქორწინა ჟურნალისტ ხათუნა ხოფერიას ვაჟზე, ბექა ხოფერიაზე. წყვილს ერთი შვილი, ნინა ხოფერია შეეძინა, თუმცა ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ბექამ კიდევ რამდენჯერმე იქორწინა. თიკასთვის ეს განშორება რთული აღმოჩნდა, თუმცა დღეს ბედნიერი და სრულფასოვანი ცხოვრება აქვს და ყოფილი მეუღლის ოჯახთან, მათ შორის, ყოფილ დედამთილთან, ხათუნა ხოფერიასთანაც მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს.
თიკას რჩეული ლუკა ჯანდიერია. წყვილმა ურთიერთობა ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვა, თუმცა თიკას პირადზე საჯაროდ საუბარი არ სურს.

ასევე დაგაინტერესებთ