“რაგბის არ ეკადრება ეგ – გაეცალეთ “ოცნებას”, ამდენ ნაომარს ნუ წაშლით” – ზაალ ლეჟავა

“გამარჯობა ყველას მე ზაალ ზაზა ლეჟავა ვარ. და მინდა გვერდში დავუდგე ყველას ვინც რუსთაველზე დგას. რატომ ჩავთვალე საჭიროდ ეს მეთქვა – ჩვენ რაგბისტებს ყოველთვის ჩვენი სიტყვა გვეთქმოდა საქართველოს უახლეს ისტორიაში და სულ არდში ვიყავით ეროვნული განთავისუფლების ბრძოლაში და მერე ეროვნული სპორტის ჩამოყალიბებაში. არ მინდა არავის არაფერი ჭკუის სწავლების მაგვარი არ გამომივიდეს, მაგრამ აშკარად ჩანს ეს “ოცნება” რა და ვინ არიან და ნუ დაუდგებით გვერდით მაგათ. ჩემი პირადი თხოვნაა რაგბის არ ეკადრება ეგ. იფიქრეთ მაგაზე. ამხელა ფორიაქი და ძალადობა ერთი კანონის გამო ატეხეს. საშიში და გარყვნილი ფულით და ძალაუფლების ჯინით ხალხია რად უნდა ამას ეხლა გამადიდებელი შუშა და გაეცალეთ ამ “ოცნებას” ამდენი ხალხის ნაშრომს და ნაწვალებს და ნაომარს ნუ წაშლით ნუ იკადრებთ. საქართველო ევროპაა”