პუტინი ამბობს, რომ ტაკერ კარლსონისგან თავადაც უფრო მკაცრ კითხვებს ელოდა

აცხადებს, რომ ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონისგან უფრო მკაცრ კითხვებს ელოდა. ამის შესახებ პუტინმა ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში თქვა.
ზარუბინთან ინტერვიუ, რომელიც წუხელ გამოქვეყნდა, დიდწილად სწორედ ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუს განხილვას მიეძღვნა.
„გულწრფელად რომ გითხრათ, მეგონა, აგრესიულად მოიქცეოდა და ე.წ. მკვეთრ კითხვებს დასვამდა. ამისთვის არა მარტო მზად ვიყავი, არამედ მინდოდა კიდეც, რადგანაც შესაძლებლობა მექნებოდა, ისეთივე მკვეთრი პასუხები გამეცა. მაგრამ მან სხვა ტაქტიკა აირჩია. რამდენჯერმე სცადა შეეწყვეტინებინა, მაგრამ მაინც, დასავლელი ჟურნალისტისთვის გასაოცრად, მომთმენი აღმოჩნდა, უსმენდა ჩემს გრძელ დიალოგებს, განსაკუთრებით ისტორიას. არ მომცა მიზეზი იმისა, რისთვისაც მზად ვიყავი. ამიტომ, გულწრფელად რომ გითხრათ, ამ ინტერვიუსგან სრული სიამოვნება არ მიმიღია. მას თავისი გეგმა ჰქონდა და შეასრულა“, — განაცხადა პუტინმა და კარლსონს ამ თვალსაზრისით “საშიში კაცი” უწოდა.
ამერიკელი ჟურნალისტის, ტაკერ კარლსონის ვლადიმერ პუტინთან ინტერვიუმ ინტერნეტის მოულოდნელი რეაქცია გამოიწვია – თავად ინტერვიუს და მასში ნათქვამის განხილვის ნაცვლად, მომხმარებლებმა სასაცილო ხუმრობების, ე.წ. მიმების შექმნა დაიწყეს.
ამის მიზეზი გახდა თავად ვლადიმერ პუტინი, რომელმაც ორსაათიანი ინტერვიუს მეოთხედი – ნახევარი საათი, კარლსონისთვის ისტორიის ლექციის ჩატარებას დაუთმო. როცა ჰკითხეს, თუ რატომ შეიჭრა ში, პუტინმა „30-წამიანი ისტორიული ექსკურსის“ საჭიროება ახსენა, თუმცა დღევანდელი ომის მიზეზებზე საუბარი 862 წლიდან დაიწყო.
მიუხედავად კარლსონის გაკვირვებისა და არაერთი მცდელობისა, სხვა თემაზე გადასულიყო, პუტინი ისტორიის მოყოლას მაინც აგრძელებდა. ახალი ს პრეზიდენტს თითქმის არაფერი უთქვამს – მან კვლავაც გაიმეორა მითი, თითქოს უკრაინა ბოლშევიკების შექმნილი სახელმწიფოა, თუმცა ამჯერად ამაში არა ვლადიმერ ლენინი, არამედ იოსებ სტალინი დაადანაშაულა.
„ნეტგაზეთმა“ ამ თემაზე საუკეთესო მიმები შეარჩია:
ინტერნეტის რეაქცია ტაკერ კარლსონი/პუტინის ინტერვიუზე

ასევე დაგაინტერესებთ