ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებაში დავინახეთ ის, რისი დანახვაც გვინდოდა – ექიმი გივი პისარევი

პრემიერის განცხადებაში დავინახეთ ის რისი დანახვაც გვინდოდა. შესაბამისად გვაქვს იმედი და რეალურად გვჯერა, რომ ნელნელა ეს პროცესი ბატონ პრემიერის განცხადებას გაყვება და ჩვენთვის სასარგებლო მიმართულებებს მიიღებს, – ამის შესახებ ექიმმა გივი პისარევმა განაცხადა, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟს აპროტესტებს.
მისი თქმით, პრემიერის განცხადება სრულიად განსხვავდება ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებისგან.
„პრემიერმა განაცხადა რომ ჩვენს კლინიკაში მუშაობენ დამსახურებული ადამიანები და აუცილებლად გადაწყვეტილება უნდა იყოს კოლექტივთან შეთანხმებით და კოლექტივის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული. ეს ჩვენი აღქმით არის სრულიად განსხვავებული პოზიციაა ვიდრე აქ თუნდაც ჯანდაცვის სამინისტროსდღევანდელ განცხადებაში,“– განაცხადა გივი პისარევმა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.