ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პოლიციის პოლკოვნიკი, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი გარდაიცვალა

პოლიციის პოლკოვნიკი, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი გარდაიცვალა

ახლობლების ინფორმაციით, პოლიციის პოლკოვნიკი, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი გარდაიცვალა.
აღნიშნულის შესახებ „ფეისბუქზე“ პირველი პრეზიდენტის,ზვიად გამსახურდიას ვაჟი, გიორგი გამსახურდიაც წერს.
„გარდა იმისა, რომ [თემურ მღებრიშვილი] იყო პროფესიონალი პოლიციელი, მიუხედავად მისი, საყოველთაო და უსამართლო დემონიზებისა, იყო ასევე ძალიან დადებითი, პოზიტიური და უკეთილშობილესი ადამიანი“, - წერს გამსახურდია.
თემურ მღებრიშვილი 90-იან წლებში ხელმძღვანელობდა სპეციალური დანიშნულების რაზმს, რომელიც იმჟამად საპროტესტო აქციებს უპირისპირდებოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.