ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი გამსახურდია: გავიგე, თემო გარდაცვლილა მღებრიშვილი, ჩემი უფროსი და ახლო მეგობარი

გიორგი გამსახურდია: გავიგე, თემო გარდაცვლილა მღებრიშვილი, ჩემი უფროსი და ახლო მეგობარი

ახლობლების ინფორმაციით, პოლიციის პოლკოვნიკი, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი გარდაიცვალა.
აღნიშნულის შესახებ „ფეისბუქზე“ პირველი პრეზიდენტის,ზვიად გამსახურდიას ვაჟი, გიორგი გამსახურდიაც წერს.
„წეღან გავიგე, თემო გარდაცვლილა მღებრიშვილი, ჩემი უფროსი და ახლო მეგობარი. გარდა იმისა რომ იყო პროფესიონალი პოლიციელი, მიუხედავად მისი, საყოველთაო და უსამართლო დემონიზირებისა, იყო ასევე ძალიან დადებითი, პოზიტიური და უკეთილშობილესი ადამიანი. ძალიან დიდი წლები გვაკავშირებს ერთმანეთთან და მაგ წლებში ბევრი ტკბილი მოგონებები. გამორჩეული კაცი იყო ჩიგოლა და ბევრ ადამიანს დაწყვიტა გული დარწმუნებული ვარ. ნათელი მის ხსოვნას...ჩემი მხედრული სალამი, ბატონო პოლკოვნიკო!“, – წერს გამსახურდია.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.