პისტორიუსი: პუტინს ჰიტლერის მსგავსად, ცხადად აქვს ნათქვამი, რომ არ გაჩერდება

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ვლადიმირ პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ, 1938 წელს ადოლფ ჰიტლერის მიერ ჩეხოსლოვაკიის ანექსიას შეადარა და აღნიშნა, რომ ევროპა ს მხრიდან ფართომასშტაბიანი თავდასხმისთვის უნდა მოემზადოს.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი სთან ომის დასრულების შემდეგ არ გაჩერდება.
“მას ეს ცხადად აქვს ნათქვამი. ისე ცხადად, როგორც ჰიტლერს, რომელიც ყოველთვის ამბობდა, რომ არ გაჩერდებოდა”. – თქვა პისტორიუსმა.
ამავდროულად, პისტორიუსმა კიდევ ერთხელ გაიმეორა საკუთარი მოწოდება გერმანიის ვალის ჭერის შემსუბუქების შესახებ, რათა შეძლოს გერმანიის არმიის გაძლიერება მას შემდეგ, რაც 2027 წელს სპეციალური საბიუჯეტო ფონდიდან გამოყოფილი 100 მილიარდი ევრო ამოიწურება.
“ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ქვეყანა ისეთ მდგომარეობაში, სადაც მას საკუთარი თავის დაცვა შეეძლება. ჩვენ ახლა უნდა გადავწყვიტოთ გვსურს თუ არა მოვემზადოთ პუტინისგან მომავალი ჭეშმარიტი საფრთხის წინააღმდეგ, თუ გვსურს მას ეს ყველაფერი გავუადვილოთ”. – თქვა პისტორიუსმა.