პირველი ტაიმის შემდეგ “ნაპოლი” “ბარსელონასთან” 1:2 მარცხდება

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ „ნაპოლი“ „ბარსელონასთან“ 1:2 მარცხდება.
პირთამდე სავსე სტადიონზე შეხვედრა მაღალ ტემპში, ორმხრივი შეტევებით დაიწყო. პირველი მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, მაგრამ ფერმინმა ბურთი კარს ააცილა. ცოტა ხანში კი ტრადიციულად ჩავარდა ნეაპოლელთა დაცვა და ფერმინმა თავისი გუნდი დააწინაურა. მერე მერეტის კარი კანსელომ დალაშქრა და სტუმრები თავიდანვე მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ, რომლებიც თამაშის დალაგებას ვერ ახერხებდნენ და ბურთი კვარაცხელიამდე არ მიდიოდა. თუმცა, რაჰმანიმ ანგარიში შეამცირა. მერე დი ლორენცოს თავური ტერ შტეგენმა მოიგერია და პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა.
ბარსელონა – ნაპოლი
გოლები: 1:0 ფერმინი (15), 2:0 კანსელო (17), 2:1 რაჰმანი (30)
კვარას მიმართ არასდროს არ მქონია არაობიექტური დამოკიდებულება და ზედმეტად არ შემიქია არასდროს, მაგრამ ამ თამი კვარას რამეში დადანაშაულება და ვერ ითამაშაო თქმა მაგარი არასწორია, იმდენად ფარჩაკულად თამაშობს გუნდი, დაცვა ხო სუფთა. ნოლია.