“პირდაპირ ითქვა, რომ სასამართლო, მედია და პოლიტიკური სივრცე ზეწოლისა და კონტროლის ქვეშ, მონოპოლიზებული იყო” - რას ამბობს თალაკვაძე გვარამიაზე
არჩილ თალაკვაძე ნიკა გვარამიას აღიარებს გამოეხმაურა.
აი რას ამბობს გვარამია:
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსანი წინა ხელისუფლების მმართველობის სისტემას აკრიტიკებს. ამბობს, რომ წლების წინ სასამართლო, პარლამენტი და მედია დახურული იყო.
ეს კი თალაკვაძის კომენტარია:
„პირდაპირ ითქვა [გვარამიას მიერ], რომ სასამართლო, მედია და პოლიტიკური სივრცე ზეწოლის და კონტროლის ქვეშ, მონოპოლიზებული იყო. რაც შეეხება ახალ გაერთიანებას [მელია-გვარამია], სინამდვილეში არის ძველი, თავისი ყველა გაგებით. ეს არის კიდევ ერთი აგური „ნაციონალური მოძრაობიდან“, რაც ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის უკიდურესად დაშლილი და პატარ-პატარა დაჯგუფებები უკვე აგურებს იპარავენ ამ დაშლილი შენობიდან“, - თქვა თალაკვაძემ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.