პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს უსმენენ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს უსმენენ. დავითაშვილი პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატშია მიწვეული.
მინისტრი სესიაზე თავდაპირველად უწყების მიერ გაწეული მუშაობისა და გეგმების შესახებ ისაუბრებს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.
პარლამენტის ტრიბუნა ასევე დაეთმობა დეპუტატების პოლიტიკურ განცხადებებს.