„ოცნების ქალაქის“ მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა – თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თქმით, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ფაზა დასკვნით ეტაპზეა და მომდევნო თვიდან, ეტაპობრივად დაიწყება ბინების იქ მცხოვრებლებისთვის გადაცემა.
„582 ოჯახი დაკმაყოფილდება და ძალიან მახარებს ფაქტი, რომ ეს პატარები, რომლებიც წლების განმავლობაში ელოდებოდნენ ამ პროექტის განხორციელებას უკვე მართლა აიხდენენ მათ ოცნებებს“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
წელსვე დაიწყება მეორე ფაზის განხორციელება რაც გულისხმობს, მთლიანი ტერიტორიის დაგეგმარებას, სწორ ურბანულ განვითარებას, საგანმანათლებლო, საცხოვრებელი და რეკრეაციული სივრცეების შექმნას.