ორივე გუნდიდან საუკეთესო – როგორი შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ “ფროზინონესთან” მატჩში?

სერია A-ს 31-ე ტურში “ნაპოლიმ” “ფროზინონეს” უმასპინძლა, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
“პარტენოპეის” გარემარბმა მ თამაში შეუცვლელად ჩაატარა, 63-ე წუთზე კი საგოლე პასი მიითვალა და ვიქტორ ოსიმენს გაატანინა.
ქართველის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Flashscore 8.7 ქულა, Sofascore 8.8 ქულა, Whoscored 8.9 ქულა.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” სერია A-ს სატურნირო ცხრილში 49 ქულით მე-8 ადგილს იკავებს, ფრანჩესკო კალცონას გაწვრთნილი გუნდი მორიგ მატჩს 20 აპრილს, სტუმრად, “ემპოლის” წინააღმდეგ გამართავს.
მერეტის სერიოზული შეცდომა პირველი არაა. დი ლორენცო აშკარად გადაღლილია, რამდენი ხანია შეუცვლელად თამაშობს. თარგმანი არასდროს არ იყო მაღალი დონის, მარი რუი დაბერდა, ანგისა დააკვირდით, უამრავ შეცდომას უშვებს, კაიუსტე და სიმეონე არაფრით გამორჩეული ფეხბურთელებია და ჯამში შედეგიც შესაფერისია. ცოდოა ხვიჩა ახლანდელ ნაპოლიში…