ოუენი: მეშინია, რომ სლოტის ხელში “ლივერპული” სახეს დაკარგავს

“ლივერპულს” მომდევნო სეზონში დიდი ალბათობით, “ფეიენოორდის” ამჟამინდელი თავკაცი არნე სლოტი გაწვრთნის. წამყვანი ბრიტანული გამოცემების ცნობით, მხარეებმა პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს და ჰოლანდიური კლუბი სლოტს პრემიერლიგაში გადაბარგებაში ხელს არ შეუშლის.
“მერსისაიდელების” ყოფილმა თავდამსხმელმა მაიკლ ოუენმა სლოტის შესახებ ისაუბრა.
“მაქვს თუ არა ეჭვები რომ სლოტის დანიშვნით “ლივერპული” საკუთარ სახეს დაკარგავს? დიახ, ამის ნამდვილად მეშინია, იმედი მაქვს, ეს არ მოხდება. მომდევნო სეზონის დასაწყისში ყველა ოპტიმიზმით სავსე იქნება. თამაშის განსხვავებული სტილი, ერთი-ორი ახალი მოთამაშე… მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ დიდ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.
არ
ვფიქრობ, რომ სლოტისა და “ლივერპულის” ამჟამინდელი სათამაშო სტილი ერთმანეთისგან დიდად განსხვავდება.
თუმცა, რა თქმა უნდა, “მერსისაიდელების” გულშემატკივრები ძალიან ნერვიულობენ, მათ ახსოვთ რა მოხდა “არსენალში”, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ჩელსიში”, როცა ამ გუნდებმა მწვრთნელები შეცვალეს”, – განაცხადა ოუენმა.