29 მაისს, საქართველოს ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი, დავიდ ტრეზეგე ეწვევა

Juventus Academy Tsalenjikha-ს მოწვევით 29 მაისს, საქართველოს ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი დავიდ ტრეზეგე ეწვევა და 30 მაისს, წალენჯიხაში “იუვენტუსის” აკადემიის გახსნის ცერემონიალში მიიღებს მონაწილეობას.
ტრეზეგეს ვიზიტი 31 მაისს თბილისში გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია რამდენიმე აქტივობა, მათ შორის “იუვენტუსის” ფან-კლუბის წევრებთან შეხვედრა.
იმავე დღეს, “იუვენტუსის” ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი საქართველოში აკადემიის ფუნქციონირების მიზნებსა და სხვა საინტერესო თემებზე მედიასთან, პრესკონფერენციის ფორმატში ისაუბრებს.
წყარო: Juventus Academy Tsalenjikha