ოლიმპიური ჩირაღდანი ლოს-ანჯელესმა გადაიბარა - Snoop Dogg (ვიდეო)
11 აგვისტოს 2024 წლის პარიზის ოლიმპიადა დასრულდა. დახურვის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს: როკ ჯგუფმა Red Hot Chilli Peppers, პოპ დივა ბილი აილიშმა, რეპერებმა Snoop Dogg და Dr.Dre.
შემდეგი ოლიმპიადა, 2028 წლის ზაფხულში აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, ქალაქ ლოს-ანჯელესში გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დახურვის ცერემონიაში მონაწილეობა კალიფორნიელმა არტისტებმაც მიიღეს. ლოს-ანჯელესური წარმოდგენა რეპერმა Snoop Dogg-მა დახურა, რომელმაც ჯერ Drop It Like It's Hot შეასრულა, შემდეგ კი სცენაზე დიდი ხნის მეგობარი პროდიუსერი და რეპერი Dr. Dre მიიწვია. წყვილმა 2000-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიპ-ჰოპ კომპოზიცია Still D.R.E. შეასრულა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.